2025 წლის 6 მაისიდან 26 ივნისის ჩათვლით სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსზე საბუთების მიღება განხორციელდება.
კურსზე მიიღებიან:
➤ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი.
➤ ქალები, რომლებიც არ იმყოფებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვაზე;
➤ უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
➤ უმაღლესი განათლების მქონე, პროფესიულ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
➤ სამედიცინო განათლების და ექიმის შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით.
➤ უმაღლესი განათლების მქონე ეროვნული გვარდიის ტერიტორიულ რეზერვში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
საკონტაქტო ინფორმაცია:
: 577 39 01 94; 599 90 15 61;
: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ;
სამუშაო საათები:
ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00 -17:00 სთ; პარასკევი 09:00-15:00 სთ