ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რაც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
პროფესიული განათლების პროგრამა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ახალ პროფესიებს, მიიღონ შესაბამისი ცოდნა და პროფესიული კუთხით დასაქმდნენ.
შეხვედრის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა გაცნობითი სახის პრეზენტაციები ჩაატარეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.