სიახლეები

კადეტთა მე-4 საერთაშორისო კვირეული პოლონეთის ქალაქ დებლინში

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გიორგი წამალაშვილი და ალეკო ბურნაძე იმყოფებოდნენ პოლონეთის ქალაქ დებლინში, საჰაერო ძალების აკადემიაში გამართულ ,,კადეტთა მე-4 საერთაშორისო კვირეულზე“. კვირეულის მანძილზე დაგეგმილი იყო სხვადასხვაგვარი სამხედრო, სპორტული და აკადემიური ღონისძიებები. ადგილობრივმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა იუნკერებს გააცნეს ნატოს სტანდარტების შესაბამისი საფრთხეებზე რეაგირების მექანიზმები. ინსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ იუნკერებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სახის საჰაერო ტრანსპორტისა და აეროდრომების მართვის სიმულაციებში, საპარაშუტო და გადაუდებელი კატაპულტირების სწავლებებში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე პირებმა პრეზენტაციები ჩაატარეს თავიანთი სამხედრო სასწავლებლების შესახებ. კადეტთა კვირეულები ემსახურება არა მხოლოდ ცოდნის ურთიერთგაზიარებას, არამედ პიროვნული ურთიერთობებისა და  სამომავლოდ  საქმიანი კავშირების დამყარებას.