სიახლეები

ვლადიმერ პაპავა სამეთაურო-საშტაბო სკოლაში

დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელებს ლექცია ჩაუტარა, რომლის ძირითადი თემები ქართული ეკონომიკის პერსპექტივები მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მოვლენების ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ანტიმონოპოლიური კანონის მიღების აუცილებლობა და საქართველოში არსებული ექსპორტ-იმპორტის მდგომარეობა იყო.