სიახლეები

გაცნობითი სახის ვიზიტები

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აგრძელებს გაცნობითი სახის ვიზიტების ორგანიზებას სახელმწიფო უწყებებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის იუნკერები საქართველოს შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში იუნკერები გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, ასევე, მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.