ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება მიმდინარეობს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულმა აბიტურიენტებმა, რომლებსაც არჩეული აქვთ აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საბუთები შემდეგ მისამართზე ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე კანდიდატები გაივლიან შიდა შესარჩევ ტურს, რომელიც მოიცავს:
➤ ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში;
➤ ფსიქოლოგიურ შერჩევას;
➤ სამედიცინო შემოწმებას;
➤ სამართალდარღვევათა შემოწმებას.
აკადემიაში ფუნქციონირებს შემდეგი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
➤ თავდაცვა და უსაფრთხოება;
➤ სამართალი;
➤ მენეჯმენტი;
➤ ინფორმატიკა;
➤ მექანიკის ინჟინერია;
➤ საავიაციო ინჟინერია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
: [email protected];
: 577 39 01 94; 599 90 15 61;
სამუშაო საათები:
ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00 -17:00 სთ;
პარასკევი 09:00-15:00 სთ.