სიახლეები

მხიარული სტარტები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ,,მხიარული სტარტები'' გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პირადი შემადგენლობის შვილებმა.

ბავშვები ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მათთვის აკადემიის სპორტულ კომპლექსში გაიმართა არაერთი სპორტულ-გასართობი აქტივობა.

,,მხიარული სტარტების'' დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე სამახსოვრო სიგელით დაჯილდოვდა.