სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აგრძელებს გაცნობითი სახის ვიზიტების ორგანიზებას სახელმწიფო უწყებებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის იუნკერები თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს, სახელმწიფო ოკუპაციის მუზეუმს და საქართველოს საპატრიარქოს ესტუმრნენ.
იუნკერებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ უმასპინძლა და იუსტიციის სახლის საქმიანობა, ძირითადი მიზნები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
იუნკერები ასევე გაეცნენ სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ კონცეფციას და იმ 500-მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 124 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია ხელმისაწვდომი.
ასევე საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული შეხვედრა გაიმართა საქართველოს საპატრიარქოში.
გაცნობითი სახის ვიზიტები მიზნად ისახავს იუნკერთათვის ცნობადობის ამაღლებას და ზოგადი ცოდნის გაღრმავებას.