სიახლეები

შეხვედრა იუნკერებთან

დღეს, იუნკერებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე ერეკლე ჩიგოგიძე და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელები შეხვდნენ. შეხვედრის დროს იუნკერებს გააცნეს სასწავლო განრიგი, შეფასებისა და სტიპენდიის სისტემები და გაცვლითი პროგრამები, ასევე ესაუბრნენ ბაკალავრიატის სკოლაში სამოქალაქო კვალიფიკაციის მიღებაზე.

შეხვედრის დასასრულს აკადემიის რექტორის მოადგილემ და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელებმა წარმატებები უსურვეს იუნკერებს.