სიახლეები

პარამკლავჭიდი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ პარამკლავჭიდის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე  წარმატებულად იასპარეზეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:

კაპრალმა თემურ დადიანმა ორ მკლავში პირველი ადგილი, ხოლო კაპრალმა ალეკო გითოლენდიამ და კაპრალმა მორის საბაშვილმა მეორე ადგილები.

ეროვნული თავდაცვის აკადემია ულოცავს  მათ ამ დიდ გამარჯვებას.