სიახლეები

იუნკერთა მიერ დასრულებული პროექტების პრეზენტაცია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა მიერ დასრულებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გამოტანილი იყო არაერთი ინოვაციური პროექტი, აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით აკადემიის რექტორის მოადგილემ პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ მიმართა და ხაზი გაუსვა თუ რაოდენ ნაყოფიერია მსგავსი სახის აქტივობები თანამედროვე სამხედრო კვლევით მიმართულებაში.

მკვლევარ იუნკერთა ჯგუფებმა წარმოადგინეს შემდეგი სახის პროექტები:

,,შუა დერეფანი: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის"

„დრონების ქსელური ოპერაციების კიბერუსაფრთხოება და კონტროლი სამხედრო გარემოში“

„დისტანციურად მართვადი ბიონიკური ხელი“

„საზღვაო დრონი“

,,ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული

ძალების სამხედრო და სადაზვერვო აქტივობა"

პრეზენტაციის მსვლელობის დროს დამსწრე აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი საინტერესო კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.