ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეულის ფარგლებში დაჭრილ მებრძოლებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ და მათთან სადილი გაიმართა.
აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს მიმართა და აღნიშნა ის დიდი ღვაწლი, რაც მათ გაწიეს სამშობლოს ნათელი და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად, ასევე რექტორმა ხაზი გაუსვა, რომ დაჭრილ-დაშავებულ მეომართა მსახური ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არის უდიდესი მოტივაციის მიმცემი თითოეული იუნკერისა და მსმენელისათვის.
დასასრულს რექტორმა დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს სამსახურისთვის.