სიახლეები

ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში „ინოვაციები, საზოგადოება და მომავალი”.

აკადემიის იუნკერებს მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ საკუთარი კვლევითი ნაშრომები ფართო აუდიტორიის წინაშე.

კონფერენცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა და შესაბამისად, პრეზენტაციები ოთხი პარალელურ სესიად მიმდინარეობდა: ინფორმაციული ტექნოლოგიები და ბიზნესი, სამართალი, ფსიქოლოგია და მედიცინა.

აკადემიის იუნკერებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.