სიახლეები

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრი აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის და საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ვიზიტი განხორციელდა.

ორკესტრების მიერ შესრულებულ იქნა როგორც სამხედრო, ასევე სხვადასხვა ჟანრის ქართული და უცხოური მუსიკალური კომპოზიციები.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მას აკადემიის პირადი შემადგენლობა, იუნკერები და მსმენელები დაესწრნენ.