სიახლეები

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. 
აკადემიის მაგისტრატურის მიმართულებაზე წარმატებით ხორციელდება თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევებისა და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამები. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის შედეგების მიხედვით და მაგისტრატურის საბჭოს გადაწყვეტილებით სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების 26 კურსდამთავრებულს მიენიჭებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობებში, მათ შორის 2 კურსდამთავრებულს წარჩინებით.
აღსანიშნავია, რომ აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია, როგორც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და ქვეყნის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში დასაქმებული, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული სამოქალაქო პირებისათვის აკადემიური განათლების მიცემაზე.