ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა, აკადემიის აკადემიურ პერსონალთან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრა გახსნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ლევან ხეცურიანი, „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციული მენეჯერი შორენა ქუთელია და მომხსენებლები თამარ ბერბერაშვილი და თეონა მაისურაძე.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრა ინტერაქტიულ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. დაისვა არაერთი კითხვა აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ.
მოწვეული სტუმრების მხრიდან, გაჟღერდა დაპირება, რომ ინტერესის გამოვლენის შემთხვევაში, შეხვედრების სერია გაგრძელდება, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში.
ღონისძიების დასასრულს აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა შეაჯამა შეხვედრა და შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.