2025 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება მიმდინარეობს.
პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღებიან:
➤ 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები.
➤ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები.
სასწავლო პროცესი განხორციელდება ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2 წლის განმავლობაში.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება.
პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს კანდიდატთა მიმღები კომისია.
შერჩევა განხორციელდება:
ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.
სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება მიმდინარეობს 19 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
2025-2027 სასწავლო წლის რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე, სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან.
: https://shorturl.at/2eI5Z
საკონტაქტო ინფორმაცია:
: 577 39 01 94; 599 90 15 61;
: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ;
სამუშაო საათები:
ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00 -17:00 სთ; პარასკევი 09:00-15:00 სთ.