2025 წლის 30 ოქტომბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტებს და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]