სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსი ჩატარდა.
კურსში მონაწილეობა მიიღეს, როგორც თავდაცვის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებმა, ასევე სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა.
კურსის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთათვის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მათ სამსახურებრივ საქმიანობას.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი სასწავლო პროგრამების განხორციელებას და კურსების ჩატარებას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, ვინაიდან მსგავსი კურსების განხორციელება საშუალებას გვაძლევს, რეალური წვლილი შევიტანოთ როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში.