სიახლეები

აკადემიიდან გაცილების ღონისძიება

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის ინიციატივით აკადემიაში მორიგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, აკადემიის იმ თანამშრომლების ღვაწლის სათანადოდ დაფასებას, რომლებიც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდნენ საერთო საქმეს და მომავალი თაობების აღზრდას.
დღეს აკადემიის თანამშრომელმა ბატონმა გიორგი ხუბულურმა  დაასრულა აკადემიაში მოღვაწეობა და  მისი აკადემიიდან გაცილების ღონისძიება გაიმართა. 
ბატონი გიორგი ხუბულური ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსახურობდა 2015 წლიდან აკადემიის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი სპეციალიტის თანამდებობაზე, გასული 10 წლის განმავლობაში ბატონი გიორგი კეთილსინდისიერად და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც არაერთხელ აქვს მიღებული მადლობა ხელმღვანელი პირების მხრიდან.
უშუალო ხელმძღვანელები და სამსახურის თანამშრომლები მას ახასიათებენ, როგორც შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიან, საქმისადმი ერთგულ ადამიანად, რომელიც მუდამ მზადაა საჭიროების შემთხვევაში სხვებს დაემხაროს საქმის კეთებისას და კარგად აქვს გათვითცნობიერებული  გუნდური მუშაობის პრინციპი.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე აკადემიის რექტორმა მადლობა გადაუხადა ბატონ გიორგი ხუბულურს გაწეული სამსახურისთვის და უსურვა მას წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე.