ეროვნული თავდაცვის აკადემიას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ელშან ჰასანოვი თანმხლებ პირებთან ერთად.
სტუმრებს აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაცნობოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო საქმიანობას და მასში გამოყენებულ ტექნოლოგიებს. შეხვედრაზე ორივე მხარის მიერ მოხდა გამოცდილების გაზიარება ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
სტუმრების მხრიდან გამოვლენილი იქნა მაღალი ინტერესი აკადემიაში არსებული სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე.
სამუშაო შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანელმა სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა: საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სპორტული სივრცეები.
მსგავსი სახის შეხვედრები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.