სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

2025 წლის 13-14 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]