დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ფილოლოგი რისმაგ გორდეზიანი ესტუმრა. ბატონმა რისმაგმა ბაკალავრიატის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა, რომლის თემა ანტიკური ერა იყო. ლექციის მსვლელობისას მან ისაუბრა ანტიკურ კულტურასა და მის მწვერვალებზე, ეგეოსურ ანუ კრეტა-მიკენის კულტურაზე, ჰომეროსის (გეომეტრიზმის განვითარება), კლასიკურ და ელინისტურ ხანებზე, ასევე განიხილა ანტიკური ერის მოქანდაკეებისა და არქიტექტორების ნამუშევრებსა და შემოქმედებით განვითარებაზე.
ლექციის დასასრულს ბატონმა რისმაგმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვარიელა.