ეროვნული თავდაცვის აკადემიამ კადეტთა სამმხრივ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლა, რომლებშიც ეროვნული თავდაცვის აკადემიის, აზერბაიჯანის და თურქეთის სამხედრო სასწავლებლების იუნკერები და კადეტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე, თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორი, ერჰან აფიონჯუ და აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გენერალ-მაიორი არიფ ჰასანი ჰასანოვი დაესწრნენ.
კადეტთა სამმხრივი სპორტული ღონისძიება მოიცავს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების კადეტების შეჯიბრს სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
ღონისძიების დახურვის ცერემონია გამარჯვებული გუნდების დაჯილდოებით და სამახსოვრო საჩუქრების გადაცემით დასრულდა.