დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს - საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
ღონისძიებაზე აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლა. რექტორის პირველმა მოადგილემ მიულოცა მათ პროფესიული დღე, აღნიშნა მათი ღვაწლი აკადემიის, თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის წინაშე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი შრომა და პასუხისმგებლობა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და უსურვა მათ წარმატებები როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ საქმიანობაში.
ღონისძიების დასასრულს რექტორის პირველმა მოადგილემ დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის გამორჩეული მასწავლებლები საპატიო სიგელით დააჯილდოვა.