დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო.
მემორანდუმს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა, მამია ბალახაძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს თანამშრომლობას მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე, ერთობლივი პროფესიული, სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.
ღონისძიების ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, საგამოცდო ცენტრი, სასწავლო აუდიტორიები/ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს.