ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით , მორიგი სამხედრო წოდება ,,უფროსი სერჟანტი" მიენიჭა ერთ სამხედრო მოსამსახურეს.
გასული თვის განმავლობაში სანიმუშო დისციპლინის, სწავლის და ფიზიკური მომზადების გამოვლინებისთვის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირადი საჩუქარი გადაეცათ სამ იუნკერს და ერთ მსმენელს, - ,,ფასიანი საჩუქარი" გადაეცათ ორ სამხედრო მოსამსახურეს და სამ სამოქალაქო პირს, ხოლო - ,,საპატიო სიგელით " წახალისებულნი იქნენ სამი სამხედრო მოსამსახურე და ოთხი სამოქალაქო პირი.
ღონისძიების ბოლოს წარჩინებულმა იუნკერებმა აღმართეს სახელმწიფო დროშა.