სიახლეები

ფრენბურთის ტურნირში გამარჯვებული გამოვლინდა

დღეს, დასრულდა ტურნირი ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ.

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი დაიკავა IV ბრიგადამ, II ადგილი - II ბრიგადამ, III ადგილი - ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულმა ბრიგადამ.

გამარჯვებულ გუნდებს მედლები და თასები გაერთიანებული შტაბის სპორტული ღონისძიებების უფროსის მოადგილემ, კაპიტანმა რევაზ კილაძემ, ფრენბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა და სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა ლაშა ოდილავაძემ გადასცეს.