სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „თავდაცვის ინოვაციები და საერთაშორისო პარტნიორობა“.

კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური პერსონალი, მკვლევარები და მოწვეული სტუმრები.

კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები აქტუალურ თემებზე, აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.