სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პირველად უმცროსი ოფიცრების მომზადების პროგრამაზე, თერთმეტთვიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევამდელებისათვის სასწავლო პროცესი დაიწყო.
სასწავლო პროცესის დაწყებამდე ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევამდელებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა: სალექციო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საგამოცდო ცენტრი, სპორტული კომპლექსი, რეკრეაციული სივრცე და სხვა.
აკადემიაში ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევამდელები 23 კვირის განმავლობაში ისწავლიან. სასწავლო პროგრამას ფარგლებში ისინი გაივლიან საერთო საჯარისო ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიას და სხვა სამხედრო მხარდამჭერ სასწავლო კურსებს.
აკადემიაში პროგრამის დასრულების შემდეგ წვევამდელები სწავლას გააგრძელებენ სახმელეთო ჯარების გვარეობების სპეციალობის შესაბამის კურსებზე.