სიახლეები

აკადემიაში ჩატარდა ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური პერსონალი, მკვლევარები და მოწვეული სტუმრები.

კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები აქტუალურ თემებზე, აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.