სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურაში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური პერსონალი, მკვლევარები და მოწვეული სტუმრები.
კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები აქტუალურ თემებზე, აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.