დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის აპარატის უფროსი სოფიო ბაბუნაშვილი.
სტუმარი აკადემიის იუნკერებს ესაუბრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებზე და ამ კუთხით გააცნო საქართველოს პარლამენტისა და კომიტეტის საზედამხედველო მექანიზმები და საქმიანობა.
აკადემიაში მუდმივ ფორმატში მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების ვიზიტები, რაც ემსახურება იუნკერებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის გაცნობას.