სიახლეები

ქვეით ოფიცერთა კურსის პრაქტიკული საველე გასვლა

21 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით კოჯორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება ათეულის საბრძოლო წვრთნები, საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელშიც მონაწილეობას ეროვნული თავდაცვის აკადემიის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი იღებს. საველე გასვლა მიზნად ისახავს მსმენელების მიერ განვლილი მასალიდან მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას. მათ საშუალება აქვთ გაიარონ სიტუაციური წვრთნა, რაც მოიცავს საპატრულო ბაზის მოწყობას, სათვალთვალო პუნქტებიდან თვალთვალს, ტაქტიკური ინფორმაციის მოხსენებას, ჩასაფრებასა და რეიდს.