სიახლეები

სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე ხელმძღვანელ პირებთან და სტუდენტებთან ერთად აკადემიაში

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე ხელმძღვანელ პირებთან და სტუდენტებთან ერთად, სტუმრებს აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა უმასპინძლა და აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ მხარეებმა განიხილეს ურთიერთანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.

ვიზიტის  ფარგლებში სამხატვრო აკადემიის  წარმომადგენლები გაეცნენ აკადემიის ინფრასტრუქტურას.

აღნიშნული სახის ვიზიტები ხელს უწყობს მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.