ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერმა, მარიამ ქუშაშვილმა, აკადემიას საჩუქრად გადასცა საკუთარი შემოქმედების სამი სიმბოლური ნახატი. პირველი ნამუშევარი უკავშირდება სვანეთს და წარმოაჩენს მთას, როგორც სიძლიერის, გამძლეობისა და ისტორიული იდენტობის სიმბოლოს, რომელიც ქართველი მებრძოლის ხასიათს უკავშირდება. მეორე ნახატი ასახავს ლომს, როგორც ძალის, ლიდერობისა და პასუხისმგებლობის სიმბოლოს, რაც მეთაურის მორალურ ავტორიტეტსა და გადაწყვეტილებათა სიმტკიცეს უსვამს ხაზს. მესამე ნამუშევარში კი წარმოდგენილია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხე, დიდებული მყინვარწვერით, რომელიც ყაზბეგს უკავშირდება, მასზე გამოსახულია აგრეთვე არწივი, რაც განასახიერებს თავისუფლებას, სიმამაცესა და დაუმორჩილებელ სულს, ხოლო მთა სიმტკიცესთან და სიდიადესთან ასოცირდება. აღნიშნული ნამუშევრები გამოხატავს ეროვნულ ღირებულებებსა და სამხედრო მსახურის სულიერ საყრდენს.