დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „საპატიო სტუმრის“ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.
სტუმარი აკადემიის იუნკერებს ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის შესახებ, აგრეთვე გააცნო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრუქტურა, ძირითადი ფუნქციები და საქმიანობა.
აკადემიაში მუდმივ ფორმატში მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების ვიზიტები, რაც ემსახურება იუნკერებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის გაცნობას.