ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან და პირად შემადგენლობასთან ერთად შეაჯამა 2025 წელი და განიხილა 2026 წელს დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები.
აკადემიის მეთაურის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა 2025 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საერთაშორისო აქტივობებზე, იუნკერთა/მსმენელთა სამხედრო მომზადების დონის გაძლიერებისათვის შესრულებულ ღონისძიებებზე და სხვა.
აკადემიის მეთაურის პირველმა მოადგილემ ისაუბრა 2026 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, სამხედრო, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე.
შეხვედრის დასასრულს, პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა აკადემიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.