სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენელმა გაეროში, ილია მუშკუდიანმა.
სტუმარი იუნკერებს ესაუბრა გაეროს მუშაობის პრინციპებზე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და მათ მნიშვნელობაზე. აგრეთვე საქართველოში არსებული ახალგაზრდული პროგრამებსა და ინიციატივებზე.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.