26 ოქტომბერს გაიმართა „ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული მარათონი, რომელშიც 25 ქვეყნიდან პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები, სამინისტროები, დიპლომატიური კორპუსი და სამთავრობო სექტორი მონაწილეობდნენ.
„თბილისიმარათონი“ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა. „თბილისიმარათონზე“ შეგროვილი თანხა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ გაორმაგებული რაოდენობით გადაირიცხა ფონდ „იავნანას“ მიერ შერჩეული ბენეფიციარების დასახმარებლად.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა გიორგი თაბუაშვილმა და ვარდ ბიჩახჩიანმა 18-დან 30 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 21 კილომეტრიან დისტანციაზე სირბილში მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს და მედლებითა და სხვადასვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.