სიახლეები

სტუმარი აკადემიაში

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „საპატიო სტუმრის“ პროგრამის ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი პოლკოვნიკი ბერათ თელი.
სტუმარი აკადემიის იუნკერებს ესაუბრა ნატოს ჩართულობაზე და თანამშრომლობაზე, ნატოს მიზნებსა და სტრატეგიაზე საქართველოსთან მიმართებით; ნატოს ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და საქმიანობაზე.
აკადემიაში მუდმივ ფორმატში მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტები, რაც ემსახურება იუნკერებში/მსმენელებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას, სახელმწიფო სტრუქტურების და საერთაშორისო ორგანიზაციების  საქმიანობის გაცნობას.