სიახლეები

ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობის ლიცენზია

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი თემურ დადიანი გახდა პირველი ქართველი პარა ათლეტი, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა. 
სათხილამურო და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს ოფიციალური წერილით აცნობა  თემურ დადიანის მიერ ლიცენზიის მოპოვების შესახებ.
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი - მილანი და კორტინა უმასპინძლებს და 6-15 მარტს გაიმართება. 
თემურ დადიანი პარა ქროს-ქანთრის დიცსიპლინაში იასპარეზებს.