სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აგრძელებს გაცნობითი სახის ვიზიტების ორგანიზებას სახელმწიფო უწყებებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელები საქართველოს შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, ასევე, მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.