დღეს, ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. აკადემიის ხელმძღვანელობამ ლატვიელ სტუმრებს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტრუქტურა, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მხარეებმა აკადემიებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს, ლატვიელმა სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.