2026 წლის 23 აპრილს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები 21 -ე საუკუნეში: ძალაუფლება, უსაფრთხოება და თანამშრომლობა“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებს და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 20 მარტის ჩათვლით აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]