სიახლეები

მოსახსენიებელი პანაშვიდი

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მდებარე წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში აკადემიის კაპელანმა დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც აკადემიის ხელმძღვანელი პირები, პირადი შემადგენლობა და იუნკერ/მსმენელები დაესწრნენ.

„უწმიდესი და უნეტარესი ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის სულიერი სიმტკიცისა და ერთიანობის სიმბოლოს. მისი წვლილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოს სულიერი აღორძინების, ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში.

ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული ჯარისა და მხედრობის სულიერი გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში. იგი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით ლოცავდა სამშობლოს მცველებს და გვასწავლიდა სამშობლოს სიყვარულს, თავდადებასა და ერთგულებას“.

აკადემიის მეთაური: ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე