სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გამართულ „პარტნიორობა მშვიდობის კონსორციუმის“ სწავლების სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც მასპინძლობდა ბოსნია-ჰერცეგოვინის თავდაცვის სამინისტრო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 17 ქვეყნის 37-მა წარმომადგენელმა. შეხვედრა მიეძღვნა ელექტრონული სწავლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაზიარებას, საომარ პირობებში სასწავლო სისტემების მდგრადობის საკითხებს და ხელოვნური ინტელექტის როლს თავდაცვის სფეროში განათლებისა და მომზადების პროცესებში.
ღონისძიებაზე ეროვნული თავდაცვის აკადემიას წარმოადგენდნენ დისტანციური სწავლების ცენტრის სწავლების ადმინისტრატორი ნინო კანდელაკი და სწავლების მართვის ელექტრონული სისტემის კურატორი ლექსო ჭოჭელი. ნინო კანდელაკმა ეროვნული განახლებების სესიის ფარგლებში წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის 2025 წლის მიღწევებს და 2026 წელს დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები.
საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა აკადემიისთვის წარმოადგენს, როგორც მოწინავე გამოცდილების შეძენისა და პარტნიორ ქვეყნებთან კომუნიკაციის გამყარების შესაძლებლობას თავდაცვის სექტორში ციფრული სწავლების განვითარების კუთხით.