სიახლეები

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2026 წლის 18 ივნისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება  სამხედრო (ოფიცრები/სერჟანტები) სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში: რეგიონალური უსაფრთხოების სამხედრო პერსპექტივები“.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 4 მაისამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]