სიახლეები

ღია კარის დღე აკადემიაში

 ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 6 აპრილის 10:00 საათიდან - 11 მაისის 18:00 საათამდე და რომლებსაც 2026 წელს არ უსრულდებათ 24 წელი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.naec.ge/#/ge/index
 ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:


 თავდაცვა და უსაფრთხოება
 თავდაცვის მენეჯმენტი
 კიბერსივრცის ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება
 საავიაციო ინჟინერია
 მექანიკის ინჟინერია


   აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდი 155.
მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ.
ან დაუკავშირდით აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს +995 599 218 082

ეროვნული თავდაცვის აკადემია გისურვებთ წარმატებას!