დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო რგოლმა, პირადმა შემადგენლობამ, იუნკერებმა და მსმენელებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი.
ღონისძიების ბოლოს, აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.